ზინედინ ზიდანი: აზარზე არ ვნერვიულობ - მეც მსგავს სიტუაციაში ვიყავი

AutoSharing Option
"რეალის" მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა განაცხადა, რომ სათანადოდ ასათამაშებლად ნახევარმცველ ედენ აზარს დრო სჭირდება.

"ვიცი, აზარი ჩვენთან წარმატებას მიაღწევს. მისთვის ჩემი რჩევები აუცილებელია. იცის, მისგან რას ველით, ჩვენ კი ვიცით, როგორი ფეხბურთელია. სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ. მე საერთოდ არ განვიცდი, ახალწვეულებთან დაკავშირებით მოვლენებს არავინ არ აჩქარებს.

"რეალში" გადმოსვლისას მსგავს სიტუაციაში ვიყავი. ამიტომ ძალიან მშვიდად ვარ. ვიცოდი, ყველაფერი გამომივიდოდა და მხოლოდ დრო მჭირდებოდა. იგივე ეხება აზარსაც. გულშემატკივრებმა მხარი უნდა დაუჭირონ", - ციტირებს ზიდანს "მარკა".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული