"რეალის" მცველი ნაჩო ტრავმის გამო ორთვე-ნახევარი იუქმებს, - ამის შესახებ ინფორმაციას მადრიდული კლუბი თავისი საიტით ავრცელებს.
ნაჩომ ჩემპიონთა ლიგაზე "ბრიუგესთან" მატჩში მარჯვენა მუხლქვეშა მყესის ტრავმა მიიღო და შესვენებაზე შეცვალეს.
ამ სეზონში ნაჩომ "რეალში" 3 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და თამაშს, სავარაუდოდ, დეკემბერში შეძლებს.