TNT Sports: "ბარსელონამ" შესაძლოა ვალვერდე "რივერ პლეიტის" მწვრთნელით შეცვალოს

AutoSharing Option
"ბარსელონა" "რივერ პლეიტის" მთავარ მწვრთნელს, მარსელო გალიარდოს ამჟამინდელი თავკაცის, ერნესტო ვალვერდეს შემცვლელად მოიაზრებს, - იტყობინება TNT Sports-ი.

43 წლის არგენტინელი სპეციალისტი "ბარსელონას" ჩაბარების პირველი პრეტენდენტია, თუ ვალვერდე უახლოეს მომავალში სიტუაციას არ გააუმჯობესებს.

"ბარსელონას" ხელმძღვანელობა უკვე ესაუბრა გალიარდოს, მაგრამ ის არ აპირებს კლუბიდან წასვლას მანამდე, სანამ "რივერ პლეიტი" ლიბერტადორესის თასზე მონაწილეობს.

არგენტინელი სპეციალისტის კონტრაქტი კლუბთან 2021 წლამდე მოქმედებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული