"ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატმა ვიკტორ ფონტმა კლუბის პრობლემებსა და მთავარ მწვრთნელზე ისაუბრა.
"ვალვერდე კარგი, პატიოსანი და შრომისმოყვარე მწვრთნელია, მაგრამ მისი ხელმძღვანელობით ჩვენს საფირმო სტილს გადავუხვიეთ. "ლივერპულთან" მარცხის შემდეგ მას გავათავისუფლებდი, თუმცა ამჟამინდელმა ხელმძღვანელობამ სხვანაირად მიიჩნია.
ვფიქრობ, ერნესტეს ძალუძს, ეს სეზონი ჩაამთავროს. 10-დან 9-მდე დარწმუნებული ვარ, რომ "ბარსა" ლა ლიგას კვლავ მოიგებს, თუმცა ჩემპიონთა ლიგაში სირთულეებს ველი. ვალვერდეს შეუძლია ეს სეზონი ამოქაჩოს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში მას "ბარსელონას" მწვრთნელად ვერ ვხედავ", - თქვა ფონტმა Mundo Deportivo-სთან საუბარში.
ფონტი ასევე ბარტომეუს მუშაობას და მესისაც შეეხო.
თუმცა ერთადერთი პრობლემა არ არის, რომელსაც შევეჩეხებით. ვშიშობ, 2030 წლისთვის "ბარსელონა" თავის საფირმო სტილს დაკარგავს.
არ მომწონს ხოსეპ ბარტომეუს მუშაობა. მისი ხელმძღვანელობით ბევრ საკითხზე არის შეუთანხმებლობა. მას არ შეუძლია თავის გარშემო ძალაუფლება შეინარჩუნოს, თუმცა, ამასთან ერთად, რამდენიმე ბრწყინვალე გადაწყვეტილება მიიღო, როგორებიცაა დე იონგისა და ტერ შტეგენის დამატება.
ნეიმარი? მის დაბრუნებაში აუცილებლობას ვერ ვხედავ. მისი დრო წავიდა. ამასთან ერთად, მან გვიღალატა. ამ სეზონში ანსუ ფატის თამაშით ვარ აღფრთოვანებული. აკადემიის აღზრდილებზე აქცენტი უფრო მომწონს, ვიდრე წარსულში დაბრუნება", - თქვა ფონტიმ.