ვიქტორ ვალდესმა შეიძლება "ბარსელონა" დატოვოს

AutoSharing Option
"ბარსელონას" 19-წლამდელთა გუნდის მწვრთნელი ვიქტორ ვალდესი გუნდის დატოვებას აპირებს.

Football Espana-ს ცნობით, "ბარსას" ყოფილ მეკარეს კონფლიქტი აქვს კლუბის ახალგაზრდული დეპარტამენტის ხელმძღვანელ პატრიკ კლუივერტთან.

ვალდესმა ფეხბურთელებს უკვე აუწყა გადადგომის შესახებ.

ვალდესი "ბარსელონას" აღზრდილია, 2002-2014 წლებში მის რიგებში 536 მატჩი ჩაატარა, 239-ჯერ შეინახა კარი მშრალად და 441 გოლი გაუშვა. ის ჩემპიონთა ლიგის სამგზის გამარჯვებულია.

კლუივერტი "ბარსელონაში" 1998-2004 წლებში თამაშობდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული