ორკაცნაკლულმა "ბარსელონამ" "სევილია" გაანადგურა - მესიმ სეზონში პირველად გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
6 ოქტომბერს, ლა ლიგის მე-8 ტურში "ბარსელონამ" საკუთარ მოედანზე "სევილია" 4:0 დაამარცხა.

ანგარიში ლუის სუარესმა გახსნა, რომელმაც ბოლო 3 მატჩში 4 გოლი გაიტანა. შემდეგ არტურო ვიდალმა დაამწუხრა სტუმრები. 35-ე წუთზე ტომაშ ვაცლიკის კარი უსმან დემბელემ დალაშქრა - მან მარტის შემდეგ პირველად გაიტანა. მატჩს კი მსუყე წერტილი ლეო მესიმ დაუსვა. სხვათა შორის, ეს ამ სეზონში მისი პირველი გოლია.

მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა "ბარსაში" მე-200 მატჩი ჩაატარა.

"ბარსელონაში" დებიუტი ჰქონდა ურუგვაის ახალგაზრდული ნაკრების კაპიტან არაუხოს - 19 წლის სამხრეთამერიკელმა მცველმა 73-ე წუთზე ჟან-კლოდ
ტოდიბო შეცვალა და მოედანზე შესვლიდან 14 წუთში უკანასკნელი იმედის ჯარიმის გამო გააძევეს. მას დემბელე გამოესარჩლა და მსაჯმა მასაც წითელი ბარათი უჩვენა.

"ბარსელონა" 16 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ "რეალს" 2 ქულით ჩამორჩება და 19 ოქტომბერს გასვლაზე "ეიბარს" დაუპირისპირდება.

მესი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ამ საუკუნეში ესპანეთის ჩემპიონატზე ზედიზედ 16 სეზონში გაიტანა გოლი.

არაუხო "ბარსელონას" პირველი ფეხბურთელია, რომელმაც სადებიუტო მატჩში წითელი ბარათი მიიღო.

ბარსელონა. "კამპ ნოუ". 81 331 მაყურებელი
ბარსელონა - სევილია
გოლები: 1:0 სუარესი (27), 2:0 ვიდალი (32), 3:0 დემბელე (35), 4:0 მესი (78)
გაძევება: არაუხო (87), დემბელე (88)

მკითხველის კომენტარები / 1 /
ვულოცავთ ბარსას ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას! მესი მოუმატე გოლები!!!!!!!!!!!
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული