არსენ ვენგერი: აზარი 50 გოლს ვერ გაიტანს და რონალდოს ვერ შეცვლის

AutoSharing Option
"არსენალის" ყოფილმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა "რეალის" ნახევარმცველ ედენ აზარზე ისაუბრა.

"აზარი რონალდოს ვერ შეცვლის, ის სეზონში 50 გოლს ვერ გაიტანს.

"რეალს" კიდევ ერთი თავდამსხმელი სჭირდება, რადგან ბენზემა უკვე 32 წლისაა. კიდევ ერთი კარგი ახალგაზრდა ფორვარდი რომ ჰყავდეთ, რომელიც მასთან ერთად ითამაშებდა, შესაძლოა, საქმისთვის უკეთ გაერთვათ თავი.

აზარი განსაკუთრებული ფეხბურთელია, მომენტებს ქმნის, ხანდახან შეტევასაც აგვირგვინებს, რაც მნიშვნელოვან მატჩებში არაერთხელ გააკეთა. მას არავისი არ ეშინია.

არ ვიცი, უნახავთ თუ არა "ნამდვილი აზარი" "რეალში". ახლა ის საუკეთესო ფიზიკურ ფორმაში არ არის. სწორედ ამიტომ
ვფიქრობ, რომ "რეალი" საუკეთესო აზარს იხილავს", - ციტირებს ვენგერს "მარკა".

ასევე დაგაინტერესებთ