"ბარსელონა" გუნდის ლიდერ ლიონელ მესისთან კონტრაქტის გახანგრძლივებითაა დაინტერესებული.
კლუბის ხელმძვანელობას სურს არგენტინელთან ხელშეკრულება მინიმუმ 2022 წლამდე გაახანგრძლივოს და ამის გაკეთებას რაც შეიძლება მალე ეცდება. მესის წარმომადგენლებს კი ჯერჯეობით მოლაპარაკებები არ დაუწყია.
"ბარსელონას" სურს ფეხბურთელს 10-წლიანი კონტრაქტი შესთავაზოს, რომლის პირობები არამხოლოდ თამაშს, არამედ მოედნის გარეთ მის საქმიანობას შეეხება, როცა ის კარიერას დაასრულებს.
მიმდინარე კონტრაქტის ვადა 2021 წლამდე მოქმედებს.
მომზადებულია Cadena SER-ის მიხედვით