ცხადი კონტრასტი - "ბარსელონა" და "ესპანიოლი" კატალონიელი პოლიტიკური ლიდერების დაკავებას გამოეხმაურნენ

AutoSharing Option
ქალაქ ბარსელონაში არსებული ორი ყველაზე დიდი კლუბი - "ბარსელონა" და "ესპანიოლი" კატალონიელი პოლიტიკური ლიდერებისა და სამოქალაქო აქტივისტების დაკავებას გამოეხმაურა. ამ ორი გუნდის განცხადებიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავინახოთ, თუ რა პოლიტიკური ორიენტაციისა და ღირებულებების მატარებელი არიან კლუბები.

"ბარსელონა, რომელიც წარმოდგენს ერთ-ერთ წამყვან ორგანიზაციას კატალონიაში, მისი ისტორიიდან გამომდინარე აკეთებს შემდეგ განცხადებას თავისუფალი სიტყვისა და არჩევანის თავისუფლების დასაცავად. ადამიანების დაპატიმრება კონფლიქტს არ დაასრულებს, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება არცერთ მხარეს არ დაეხმარება, რადგან ციხე გამოსავალი არ არის. კატალონიაში არსებული კონფლიქტი პოლიტიკური დიალოგის შედეგად უნდა გადაიჭრას.

აქამდე
ჩვენს კლუბს არასდროს მიუმართავს პოლიტიკური ლიდერებისთვის, თუმცა ახლა ვთვლით, რომ ისინი უნდა ჩაერთონ დიალოგში და მოლაპარაკების პროცესის საშუალებით გადაჭრან არსებული კონფლიქტი, გაათავისუფლონ დაკავებული მოქალაქეები და პოლიტიკური ლიდერები. ამასთანავე, სოლიდარობას ვუცხადებთ დაკავებული ადამიანების ოჯახებს", - ვკითხულობთ "ბარსელონას" განცხადებაში.
"კლუბი წარმოადგენს კონკრეტულ სპორტულ ორგანიზაციას და არ ასახავს პარტნიორების გრძნობებსა და პერსონალურ პოზიციებს. ჩვენ პატივს ვცემთ სასამართლოს გადაწყვეტილებას და ამავდროულად, ძალიან ვწუხვართ, რომ გარკვეული პროცედურული სანქციების გამო ზიანი მიადგათ ადამიანებსა და მათ ოჯახებს. ჩვენ მივმართავთ ყველა სახელმწიფო ორგანოს, რომ მიიღონ პოლიტიკური და დემოკრატიული გადაწყვეტილებები აღნიშნული სოციალური კრიზისის მოსაგვარებლად. მიგვაჩნია, რომ კანონის ფარგლებში, მისი აბსულუტური პატივისცემით, აუცილებელია დიალოგი", - წერია "ესპანიოლის" მიმართვაში.
მკითხველის კომენტარები / 1 /
აუ ეხლა ისევ აირევა სიტუაცია ამ კატალონიაში და წესიერად ვეღარ უნდა ვუყუროთ ბარსას თამაშებს. ეს ყველაფერი ბარსაზედაც აისახება, მითუმეტეს ბარსას გუნდს სთხოვენ ჩარევას.
ვოვა
23:50 14-10-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული