კატალონიაში პოლიტპატიმრების განაჩენის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. სხვა ორგანიზაციებისა და დაწესებულებების მსგავსად, აეროპორტის მოსამსახურე პერსონალი გაიფიცა და "ბარსელონას" შეიძლება ლა ლიგის მე-9 ტურის მატჩზე "ეიბართან" მგზავრობა ავტობუსით მოუწიოს, - იტყობინება As-ი.
დანიშნულების ადგილამდე დაახლოებით 600 კილომეტრია.
"ბარსა" გიპუსკოას პროვინციაში, სადაც ქალაქი ეიბარი მდებარეობს, ყოველთვის თვითმფრინავით მგზავრობდა - ბილბაოში ჩაფრინდებოდა, საიდანაც ეიბარამდე 40 კილომეტრია.
"ეიბარისა" დ "ბარსელონას" შეხვედრა 19 ოქტომბერს გაიმართება.