ლიონელ მესიმ მე-6 "ოქროს ბუცი" მიიღო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ბარსელონას" თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ კარიერაში მე-6 "ოქროს ბუცი" მიიღო, როგორც ევროპულ ჩემპიონატებში ყველაზე მეტი გატანილი გოლის ავტორმა წინა სეზონში.

არგენტინელი ვარსკვლავი ამ მაჩვენებლით ყველა დროის ლიდერია. კრიშტიანო რონალდოს აღნიშნული პრიზი 4-ჯერ აქვს მოგებული. ეს ჯილდო მესისათვის ზედიზედ მესამე აღმოჩნდა. "ბარსელონას" უპირობო ლიდერმა გასული სეზონის ლა ლიგაში 36 გოლის გატანა მოახერხა.

წლევანდელ სეზონში ლეოს ლა ლიგაში მხოლოდ 1 გოლი აქვს გატანილი, ჩემპიონთა ლიგაზე კი ჯერ არ გაუტანია.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ამაზე მაგარი ფეხბურთელის დედა ვატირე მსუბუქ ფორმებშიყველსაუკუნეში!
ლეო
05:27 17-10-2019
1
ლეო მაგარი ხარ! გილოცავთ ლეგენდავ! ოქროს ბურთიც მიითვალე და ეგ არის რა? მთავარია ჩაცხრეს კატალონიაში დაძაბულობა, რომელიც ბარსა გუნდს ყველაფერში შეუშლის ხელს.
ბარსა მესი
20:20 16-10-2019
0

სიახლეები პოპულარული