"რეალის" თავდამსხმელი გარეთ ბეილი ლა ლიგის მე-9 ტურში "მალიორკასთან" მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს და აგრეთვე, მე-10 ტურში "ბარსელონასთან" შეხვედრასაც გამოტოვებს, - იტყობინება AS-ი.
ბეილმა უელსის ნაკრებში ევროშესარჩევ ტურნირზე ხორვატიასთან თამაშის დასასრულს (1:1) მიიღო ტრავმა, მაგრამ მოედანი ვერ დატოვა, რადგან გუნდის მწვრთნელ რაიან გიგზს სამივე ცვლილება განხორციელებული ჰქონდა.
იმ მატჩში ბეილმა თავისი გუნდიდან ერთადერთი გოლი გაიტანა.
იმ მატჩში ბეილმა თავისი გუნდიდან ერთადერთი გოლი გაიტანა.
"მალიორკასა" და "რეალის" შეხვედრა 19 ოქტომბერს ჩატარდება.