მადრიდის "რეალის" ფეხბურთელ გარეთ ბეილს პსჟ-სთან მატჩში ულამაზესი გოლი არ ჩაუთვალეს.
ბეილმა საჯარიმოს გარედან გაუტანა კეილორ ნავასს, თუმცა შეხვედრის მსაჯმა ენტონი ტეილორმა გოლი არ ჩათვალა.
მსაჯმა აღნიშნული გადაწყვეტილება VAR-ის სისტემის გამოყენების შემდეგ მიიღო. გამეორებაზე გამოჩნდა, რომ სანამ ბეილი ბურთს დაარტყამდა ფეხს, მანამდე ხელით ითამაშა.