ერნესტო ვალვერდე: ელ კლასიკო უპრობლემოდ ჩატარდება

AutoSharing Option
"ბარსელონას" მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ მომავალ ელ კლასიკოსთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა.

"მატჩი 26 ოქტომბერსაა დანიშნული და ეჭვიც არ მეპარება, რომ გუნდების და ყველა სხვა მხარეების ურთიერთპატივისცემით ჩატარდება.

არ ვიცი, რას გადაწყვეტს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია, მაგრამ ჩვენ მის ნებისმიერ გადაწყვეტილებას დავეთანხმებით. შეხვედრამდე 9 დღეა დარჩენილი და ახლა ამ თემაზე ბევრს საუბრობენ.

იმავეს ლაპარაკობდნენ 2017 წლის 1-ელ ოქტომბერს, კატალონიის რეფერენდუმისას, ჩვენ კი ერთი კვირის შემდეგ "ვანდა მეტროპოლიტანოზე" ვითამაშეთ, სადაც თქვენ დრამას ელოდით, მაგრამ მშვენიერი მატჩი გამოვიდა და ხალხი საკუთარ მოსაზრებას უპრობლემოდ გამოხატავდა.

თამაში რომ ხვალ იყოს, შესაძლოა, არ გამართულიყო, მაგრამ იქამდე 9 დღეა", - ციტირებს ვალვერდეს "მარკა".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული