ესპანეთის საშეჯიბრო კომიტეტმა "ელ კლასიკოს" დრო დაადასტურა

AutoSharing Option
ესპანეთის საშეჯიბრო კომიტეტმა დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, სეზონის პირველი "ელ კლასიკო" ბარსელონაში 18 დეკემბერს გაიმართება.

კატალონიაში განვითარებულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა ხელი შეუშალა "ბარსელონასა" და "რეალს", 26 ოქტომბერს ჩაეტარებინათ დაგეგმილი მატჩი.

18 დეკემბერს კი შეხვედრას "ნოუ კამპი" უმასპინძლებს. თამაში თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული