მადრიდის "რეალმა" ტიბო კურტუას შემცვლელს მიაგნო

AutoSharing Option
მადრიდის "რეალი" ახალი მეკარის ყიდვას აპირებს, რადგან ტიბო კურტუა მასზე გაცემულ ავანსს ვერ ამართლებს.

გამოცემა El Desmarque-ის ინფორმაციით, "სამეფო კლუბი" "ბილბაოს" მეკარის, უნაი სიმონის შეძენის ვარიანტს განიხილავს.

22 წლის მეკარის სანაცვლოდ მადრიდელებს 50 მლნ ევროს გადახდა მოუწევთ. სწორედ ეს თანხაა მითითებული მის კონტრაქტში.

სიმონი "ბილბაოს" აღზრდილია. მიმდინარე სეზონში მან ბასკების რიგებში 8 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაუშვა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
მეკარე თუ უნდოდა ნავასი იქ არ ყავდა?
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული