"ოსასუნას" ფეხბურთელმა "პორშეთი" განათების ბოძი წააქცია

AutoSharing Option
"ოსასუნას" ნახევარმცველმა რუბენ გარსიამ თავისი "პორშეთი" ავტოავარია მოახდინა, - იტყობინება "მარკა".

26 წლის ფეხბურთელი 24 ოქტომბერს, საღამოთი, პამლონაში მანქანით, რომელსაც თავად მართავდა, განათების ბოძს შეეჯახა და წააქცია.

ჩატარებული ტესტების შედეგად დაასკვნეს, რომ გარსია ალკოჰოლის ან ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ არ იმყოფებოდა.

ის არ დაშავებულა და მეორე დღეს გუნდის ვარჯიშში მიიღო მონაწილეობა.

მან ამ სეზონში პრიმერას 7 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული