ლა ლიგის 29-ე ტურში „რეალმა“ გასვლაზე „ოსასუნას“ 4:2 სძლია.
ვინისიუსმა დუბლი შეასრულა, ვალვერდემ კი სამი საგოლე გადაცემა გააკეთა.
„რეალი“ ჩემპიონატზე სექტემბრის შემდეგ დაუმარცხებელია - 17 მოგება და 6 ფრე. ვინისიუსმა ზედიზედ 4 მატჩში 2022 წლის შემდეგ პირველად გაიტანა.
„სამეფო გუნდი“ 72 ქულით ლიდერია, ამ მომენტისთვის უახლოეს მდევარ "ჟირონას" 10 ქულით უსწრებს და 31 მარტს „ბილბაოს“ უმასპინძლებს.
ოსასუნა - რეალი 2:4
გოლები: 0:1 ვინისიუსი (4), 1:1 ბუდიმირი (7), 1:2 კარვახალი (18), 1:3 ბრაიმ დიასი (61), 1:4 ვინისიუსი (64), 2:4 მუნიოსი (90+4)