29 ოქტომბერს, ლა ლიგის მე-11 ტურში "ბარსელონამ" შინ "ვალიადოლიდი" 5:1 დაამარცხა.
მესიმ დუბლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა და ტრავმის მორჩენის შემდეგ მიმდინარე სეზონში საუკეთესო მატჩი ჩაატარა. მან კარიერაში 50-ე გოლი გაიტანა საჯარიმოდან - 44 "ბარსაში" და 6 არგენტინის ნაკრებში.
სუარესმა ლა ლიგაში ყველა 27 გუნდს გაუტანა, რომელთა წინააღმდეგაც ითამაშა.
"ბარსელონა" 22 ქულით გალიდერდა და 2 ნოემბერს სტუმრად "ლევანტეს" დაუპირისპირდება.
ბარსელონა. "კამპ ნოუ". 59 896 მაყურებელი
ბარსელონა - ვალიადოლიდი 5:1
გოლები: 1:0 ლანგლე (2), 1:1 ოლივასი (15), 2:1 ვიდალი (29), 3:1 მესი (34), 4:1 მესი (75), 5:1 სუარესი (77)
ბარსელონა: ტერ შტეგენი, პიკე, ალბა (რობერტო 78), ლანგლე, სემედო, ვიდალი, ბუსკეტსი, დე იონგი (რაკიტიჩი 60), მესი, სუარესი, ფატი (გრიზმანი 63)
ვალიადოლიდი: მასიპი, ოლივასი, მარტინესი (კარიმი 32), ბარბა, პორო, მიჩელი, ფერნანდესი, ტუჰამი (ერვაისი 53), პლანო (უნალი 66), გვარდიოლა, რუბიო