ედენ აზარი: ზიდანმა იცის, რა სჭირდებათ ფეხბურთელებს

AutoSharing Option
"რეალის" ნახევარმცველმა ედენ აზარმა მწვრთნელ ზინედინ ზიდანზე ისაუბრა.

"ფეხბურთში ზიდანი ყველასათვის მისაბაძია. ის თამაშისას ყველას აოცებდა. როდესაც ბავშვი ვიყავი, მიყვარდა, მის მატჩებს ვუცქერდი და ვცდილობდი, მიმებაძა.

არ მეგონა, თუ მწვრთნელი ასე მალე გახდებოდა. თუმცა, ნახეთ, ახლა "რეალში" ერთად ვართ. შენი კერპის ხელმძღვანელობით თამაში ნამდვილი სიამოვნებაა. კეთილსინდისიერია და ფეხბურთელებს ყველაფერს პირში ეუბნება. თავად იყო ფეხბურთელი და იცის, რა სჭირდებათ მათ", - ციტირებს აზარს Goal-ი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული