ჰოლანდიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდ კუმანმა "ბარსელონაში" სამუშაოდ შესაძლო გადასლაზე გააკეთა კომენტარი.
"ჩემს კონტრაქტში პუნქტია, რომლის მიხედვით მისი გაწყვეტა შემიძლია, ოღონდ ეს მხოლოდ "ბარსელონას" შემთხვევაში შეიძლება მოხდეს და მხოლოდ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ. ახლა არსად არ ვაპირებ წასვლას, ეს უეჭველია.
შეიძლება ევროპირველობის შემდეგ ფედერაციამ თავად შემომთავაზოს ხელშეკრულების გაწყვეტა. მაშინ ერთმანეთს დავემშვიდობებით.
მე მხოლოდ ერთ კლუბში შემიძლია წავიდე. არაერთხელ ვთქვი, რომ "ბარსელონა" ჩემი ოცნების გუნდია", - ციტირებს კუმანს Fox Sports-ი.
მე მხოლოდ ერთ კლუბში შემიძლია წავიდე. არაერთხელ ვთქვი, რომ "ბარსელონა" ჩემი ოცნების გუნდია", - ციტირებს კუმანს Fox Sports-ი.