მარსელო გალიარდო "ბარსელონას" დეკემბერში ჩაიბარებს

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი კლაუდიო ბორგი, რომელიც ეკვადორის ლდუ-ს უდგას სათავეში, ამტკიცებს, რომ "ბარსელონას" მწვრთნელად დეკემბერში "რივერ პლეიტის" თავკაცს, მარსელო გალიარდოს დანიშნავენ.

"გალიარდო დეკემბერში "ბარსელონას" ჩაიბარებს. ერნესტო ვალვერდეს საქმეები კარგად ვერ მისდის.

გალიარდო მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. მე ინფორმაცია სანდო წყაროსგან მივიღე", - განუცხადა ბორგიმ TNT Sports-ს.

გალიარდო "რივერ პლეიტში", "მონაკოში", პსჟ-ში, "დისი იუნაიტედსა" და ურუგვაის "ნასიონალში" თამაშობდა, "რივერ პლეიტს"  2014 წლიდან წვრთნის და მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ორჯერ მოიგო ლიბერტადორესის თასი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული