პიერ-ემერიკ ობამეიანგის სამსახურით "რეალი" და "ბარსელონა" დაინტერესდნენ

AutoSharing Option
"არსენალის" ახალმა კაპიტანმა პიერ-ემერიკ ობამეიანგმა პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშების 11 მატჩში 8 გოლი გაიტანა და მისი სამსახურით "რეალი" და "ბარსელონა" დაინტერესდნენ.

El Desmarque-ის ცნობით, "რეალის" პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს თავდასხმის გაძლიერება ობამეიანგით სურს, თუმცა "არსენალი" მას 80 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გაყიდის.

El Chiringuito კი ამტკიცებს, რომ ობას თავის გუნდში გადაყვანა "ბარსელონას" პრეზიდენტ ჟოზეპ ბარტომეუსაც უნდა.

ობამეიანგი "არსენალმა" 2018 წლის იანვარში "დორტმუნდისგან" 64 მილიონ ევროდ შეიძინა.

altჯაკას ნაცვლად "არსენალის" კაპიტნად ობამეიანგი დანიშნეს

alt"ლამბორჯინით" საცობში გაჭედილ ობამეიანგს "არსენალის" ფანებმა აგინეს

altThe Telegraph: ობამეიანგმა

ლონდონის "არსენალს" ულტიმატუმი წაუყენა

altკლოპი: ობამეიანგს მართლაც არ აქვს სუსტი მხარეები, გარდა ჩაცმულობისა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული