ანსუ ფატი: მთელი კარიერის "ბარსელონაში" გატარების იმედი მაქვს

AutoSharing Option
17 წლის ნახევარმცველი ანსუ ფატი მთელი კარიერის "ბარსელონაში" გატარებას იმედოვნებს.

"აქ ყოფნა ყოველთვის მინდოდა. ეს თავიდანვე ჩემი ოცნება იყო და მთელი ცხოვრების "ბარსაში" გატარების იმედი მაქვს.

მშვიდად ვარ, ვცდილობ, ყველაფერი ჩვეულად გავაკეთო. 19-წლამდელთა და სარეზერვო გუნდის ფეხბურთელებთან ვმეგობრობ. მთელ დღეს მათთან ერთად ვატარებ და არაფერი შეიცვლება", - განუცხადა ფატიმ კატალონიურ "სპორტს".

ფატიმ ლა ლიგის 7 მატჩში 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული