9 ნოემბერს, ლა ლიგას მე-13 ტურში "რეალმა" გასვლაზე 4:0 გაანადგურა "ეიბარი".
ჩემპიონთა ლიგაზე "გალათასარაის" გაბითურების (6:0) შემდეგ "ბლანკოსმა" "ეიბარიც" დიდი ანგარიშით დაამარცხა.
მატჩი სტუმართა უპირატესობით მიმდინარეობდა, რომლებმაც ნახევარ საათში 3 უპასუხო გოლი გაიტანეს და მოუთავეს კიდეც მასპინძლებს საქმე.
თავდამსხმელმა კარიმ ბენზემამ "რეალში" 157 გოლი გაიტანა, ფერენც პუშკაშს გაასწრო და კლუბის ისტორიაში მე-6 ბომბარდირია. ლიდერი 311 გოლით რონალდოა.
"რეალმა" უკანასკნელ 5 მატჩში გოლი არ გაუშვა და საერთო ანგარიშით 16:0 მოიგო.
"რეალი" 25 ქულით ლიდერია და მეორეადგილოსან "სოსიედადს" 24 ნოემბერს უმასპინძლებს.
ეიბარი. "მუნისიპალი". 7 045 მაყურებელი
ეიბარი - რეალი 0:4
გოლები: 0:1 ბენზემა (17), 0:2 რამოსი (20, პენ), 0:3 ბენზემა (29, პენ), 0:4 ვალვერდე (61)