მესის 34-ე ჰეთ-ტრიკი - "ბარსელონამ" გაიმარჯვა და გალიდერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
9 ნოემბერს, ლა ლიგას მე-13 ტურში "ბარსელონამ" საკუთარ მოედანზე "სელტა" 4:1 დაამარცხა.

მესიმ ჰეთ-ტრიკი შეასრულა და პრიმერას ბოლო 6 მატჩში 8 გოლი და 4 საგოლე პასი მიითვალა. მან ესპანეთის ჩემპიონატზე 34-ე ჰეთ-ტრიკი შეასრულა და რონალდოს დაეწია.

"სელტა" ლა ლიგის 22-ე გუნდია, რომელსაც მესიმ 10 და მეტი გოლი გაუტანა.

"ბარსას" ნახევარმცველმა სერხიო ბუსკეტსმა ბოლო 2 წლის განმავლობაში პირველი გოლი გაიტანა.

ანტუან გრიზმანმა "ბარსაში" უკვე მეხუთე მატჩში ვერ გაიტანა გოლი.

"ბარსელონა" 25 ქულით პირველ ადგილზეა (ამდენივე ქულით მეორე პოზიციაზე "რეალია) და 23
ნოემბერს გასვლაზე "ლეგანესს" დაუპირისპირდება.

ბარსელონა. "კამპ ნოუ". 71 209 მაყურებელი
ბარსელონა - სელტა
გოლები: 1:0 მესი (23, პენ), 1:1 ოლაზა (42), 2:1 მესი (45+1), 3:1 მესი (48), 4:1 ბუსკეტსი (85)
მკითხველის კომენტარები / 15 /
მარტო პლანეტის არა გალაქტიკის საუკეთესოა.ოღონდ დედამიწაზე ნაკრებში რომ თამაშობს ერთი სამარცხვინო ჩანჩურაა.
სასწრაფოდ ექიმი გამოიძახედ
23:01 10-11-2019
4
ასეთი ბარსელონა ბევრად სახიფათოა, ვიდრე ბარსელონა რომელიც მთელი თამაში დომინირებდა. გუნდი რომელსაც აღარ უფრთხიან, ბევრად მწარე კბენა შეუძლია. მესის რაც შეეხება, პლანეტის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია!
ფეხბურთი
19:31 10-11-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული