ესპანური MARCA-ს ინფორმაციით, კატალონიური გრანდი "ზალცბურგის" მიერ თავის ნორვეგიელ თავდამსხმელ ერლინგ ჰოლანზე დადებულმა თანხამ დააფრთხო.
ავსტრიელებმა 19 წლის ფორვარდი 100 მილიონ ევროდ შეაფასეს და განაცხადეს, რომ უფრო დაბალ ფასად მის გაყიდვას ნამდვილად არ აპირებენ.
"ბარსელონაში" თვლიან, რომ არსებული საფეხბურთო ბაზრის გათვალისწინებით, ჰოლანი 100 მილიონი ევრო არ ღირს და ეს გადამეტებული ფასია. თუმცა კატალონიელები მაინც განაგრძობენ ნორვეგიელისათვის თვალის მიდევნებას.
ჰოლანით დაინტერესებულია "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ეშმაკები" მზად არიან ახალგაზრდა თავდამსხმელი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას შეიძინონ. მნიშვნელოვანი როლი ამ ტრანსფერში მანჩესტერელთა მწვრთნელ ოლე გუნარ
სოლსკიაერს ექნება, რომელიც ჰოლანს "მიოლდეში" წვრთნიდა.