მადრიდის "რეალის" ხორვატმა ნახევარმცველმა Footmercato-სთან საუბარში ფრანგ თანაგუნდელ ქარიმ ბენზემას შესახებ ისაუბრა.
"ქარიმი "რეალისთვის" უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია. ჩემი აზრით, ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია. ვთვლი, რომ ბენზემა ლეგენდაა", - განაცხადა მოდრიჩმა.
ამ სეზონში ქარიმ ბენზემამ ლა ლიგაში 11 შეხვედრა ჩაატარა, რომლებშიც 9 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. ბენზემას მადრიდის "რეალის" რიგებში 233 გოლი აქვს გატანილი და კლუბის ისტორიაში მე-6 საუკეთესო ბომბარდირია.