"უელსი, გოლფი, მადრიდი" - ბეილმა "რეალის" ლეგენდას დასცინა და კიდევ უფრო გაირთულა საქმე

AutoSharing Option
უელსის ნაკრებმა გუშინ, 19 ნოემბერს უნგრეთის ნაკრები დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში მე-3-დ გავიდა, ხოლო უელსელთა ვარსკვლავმა გარეთ ბეილმა მადრიდის "რეალის" ლეგენდა პრედრაგ მიატოვიჩს დასცინა და მისსიტყვებიან დროშასთან ერთად ფოტოები გადაიღო.

მიატოვიჩმა ოქტომბრის ბოლოს ტელეშოუ El Larguero-ში განაცხადა, რომ ბეილის ცხოვრებაში პირველი უელსია, შემდეგ გოლფი და მერე მადრიდის "რეალი".

აღნიშნული სიტყვები უელსელ გულშემატკივრებს თავიანთი ქვეყნის დროშაზე ეწერათ. ბეილმა ეს დროშა ფანებს გამოართვა და თანაგუნდელებთან ერთად გადაიღო ფოტო, რაც მადრიდში ნამდვილად არ მოეწონათ.

ვნახოთ, რა რეაქცია ექნება "რეალის" გულშემატკივარს, როცა ბეილი
პირველად გავა "სანტიაგო ბერნაბეუზე "სათამაშოდ ამ ფაქტის შემდეგ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
უელსელ ფეხბურთელში 120მილიონს რო გადაიხდი მეტის ღირსი ხარ!
2
რაა, ნაკრები არ უნდა იყოს პირველ ადგილზე?
მახო
09:54 21-11-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული