Marca: რა მოხდა რეალურად - როგორ მოჰპარა ლუის ენრიკემ დიდება რობერტ მორენოს

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი რობერტ მორენომ დატოვა და ახალი მწვრთნელი ლუის ენრიკე დაბრუნდა, ამ პროცესს მიღმა ხმები აღარ შეწყვეტილა. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლუის რუბიალესს სურდა თავიდან აეცილებინა ისეთი მოვლენები, რაც ხუან ლოპეტეგის გუნდიდან გაშვებას მოჰყვა, თუმცა ეს ვერ მოახერხა.

მას შემდეგ, რაც ლუის ენრიკემ ნაკრების მწვრთნელის პოზიცია დატოვა, რუბიალესი მუდმივად ამხნევებდა მას და მორალურად ედგა გვერდში შვილის გარდაცვალების შემდეგ.

რუბიალესი რამდენჯერმე შეხვდა "ბარსელონას" ყოფილ მთავარ მწვრთნელს მანამ, სანამ ლუის ენრიკე ხოსე მოლინას, ფედერაციის სპორტულ დირექტორს
გამოუტყდებოდა, რომ ისევ სურდა სამწვრთნელო კარიერის განახლება.

ლუის ენრიკეს არ დაუკონკრეტებია, საკლუბო ფეხბურთში უნდოდა დაბრუნება თუ ნაკრებში, თუმცა "ლა როხას" კარი მისთვის მუდმივად ღია იყო.

მოლინამ რუბიალესს ლუის ენრიკეს სურვილები გაანდო, ხოლო ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მორენოს აცალა საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულება და მისთვის თქმას ბოლო გასამართი მატჩის შემდეგ აპირებდა.

მალტასთან გასამართი მატჩის წინ გავრცელდა ჭორები რობერტ მორენოს გათავისუფლებასთან დაკავშირებით. დაიწერა, რომ შესაძლო იყო, ერნესტო ვალვერდეს წაეყვანა გუნდი ევრო 2020-ზე.

ორშაბათს, 15 ნოემბერს, მორენომ WhatsApp-ში გაუგზავნა შეტყობინება რუბიალესსა და მოლინას. კითხვა ეხებოდა მის მომავალს.

ამის შემდეგ მორენომ COPE-ის რეპორტში წაიკითხა ლუის ენრიკეს დაბრუნების შესახებ და მთელი ღამე "ვანდა მეტროპოლიტანოს" მინდვრის ხაზთან გაატარა, იცოდა, რომ წარმატება და დიდება მოჰპარეს.

თამაშის შემდეგ ის გასახდელში წავიდა, იმედგაცრუებული იყო და მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე გასვლაზე უარი თქვა. ფედერაციამ სთხოვა მორენოს, პრესდარბაზში გასულიყო, თუმცა ახალგაზრდა სპეციალისტმა მტკიცე უარი განაცხადა.

საბოლოო ჯამში, მორენომ დატოვა სამსახური სკანდალის ფონზე. მოხდა ისე, როგორც ფედერაციაში არ სურდათ მომხდარიყო.

მომზადებულია marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
ძალიან ცუდად მოექცნენ მორენოს
შაკო
16:47 27-11-2019
0
თვითონ ფედერაციის პრეზიდენტია კინწისკვრით გასაგდები.უკვე მეორედ იქცევა ასე ამორალურად
სოსო
21:32 21-11-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული