Marca იუწყება, რომ "ბარსელონას" 22 წლის ფორვარდი უსმან დემბელე 18 დეკემბერს გასამართ ელ კლასიკოში ვერ ითამაშებს.
ფრანგმა ფეხბურთელმა ტრავმა ჩემპიონთა ლიგის მატჩში, "დორტმუნდთან" დაპირისპირებაში მიიღო, რის გამოც შეცვალეს.
დემბელეს მკურნალობას მინიმუმ 5 კვირა დასჭირდება. მიმდინარე სეზონში მან 6 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლის ავტორი გახდა.