29 ნოემბერს "ბარსელონა" 120 წლის იუბილეს აღნიშნავს.
კლუბი კატალონიაში 1899 წელს შვეიცარიელი, ბრიტანელი, ესპანელი და კატალონიელი ფეხბურთელების მიერ, ჟოან გამპერის ხელმძღვანელობით დაარსდა.
"ბლაუგრანამ" 26-ჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, 30-ჯერ თასი და 13-ჯერ ესპანეთის სუპერთასი.
გარდა ამისა, "ბარსელონა" 5-ჯერ გახდა ჩემპიონთა თასისა და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, ოთხჯერ გახდა თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული, 3-ჯერ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონი და საერთაშორისო თასის მფლობელი.
მიმდინარე სეზონში "ბარსელონა" ლა ლიგაში 13 ტურის შემდეგ პირველ ადგილზეა.