ჟოაო ფელიქსის ლამაზი მოძრაობა და პიკეს ნახევრად მოგვერდი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 1-ელ დეკემბერს, მადრიდის "ატლეტიკოსა" და "ბარსელონას" შორის გამართულ შეხვედრაში "ათლეტების" შემტევმა ჟოაო ფელიქსმა "ბლაუგრანას" ცენტრალურ მცველ ჟერარდ პიკეს ფეხებშორის გაუძვრინა ბურთი, ამ უკანასკნელმა კი ხელები ისე შემოხვია პორტუგალიელს, გეგონებოდა, მის მინდორზე დანარცხებას მოგვერდის ილეთით აპირებდა, თუმცა თავის შეკავება შეძლო.

ჟერარდ პიკე თანამედროვე ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და ტიტულოვანი მცველია, ხოლო ჟოაო ფელიქსი სულ ცოტა ხნის წინ გახდა 20 წლის და ბუნებრივია, კატალონიელმა თავი შეურაცხყოფილად იგრძნო, თუმცა უხეშობის შემთხვევაში უფრო მეტად რომ დაზარალდებოდა, ამასაც წამის ნაწილაკებში მიხვდა და გაუშვა ხელი
ახალგაზრდა შემტევს.

თუმცა ამ მომენტმა "ბარსას" 3-იანზე მნიშვნელოვნად იმოქმედა და პიკე მთელი მატჩის განმავლობაში აჭრილი იყო. მსაჯს მისი გაძევება მორატას წინააღმდეგ წესების დარღვევით თამაშის გამო შეეძლო. ვალვერდემ ყველაფერი ნათლად შეაფასა და ბოლო ორ სეზონში პირველად შეცვალა თავისი გუნდის ძირითადი ცენტრალური მცველი და პიკეს ნაცვლად მოედანზე უმტიტი შემოუშვა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
პიკეს მცველობა არ გეიშვა :)
ლადო
13:19 02-12-2019
2
წამის ნაწილაკებში და პროტონის მეასედებში :)
saba
16:08 02-12-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული