ხაბი ალონსო: არავინ იცის ფეხბურთი მის მსგავსად, 2019 წელს საუკეთესო მწვრთნელი კი...

AutoSharing Option
ხაბი ალონსოს, რომელიც "რეალ სოსიედადის" მეორე გუნდს წვრთნის, თავისი კარიერის განმავლობაში ბევრ დიდ მწვრთნელთან უმუშავია. ფრანგულ გამოცემა L'Equipe-თან საუბარში რამდენიმე მათგანზე გააკეთა კომენტარი და 2019 წლის საუკეთესო მწვრთნელიც დაასახელა.

"ეჭვგარეშეა, საუკეთესო მწვრთნელის ტიტულს 2019 წელს იურგენ კლოპი იმსახურებს. მას დიდი ქარიზმა აქვს. კარგად ხედავთ, როგორი დამოკიდებულება აქვს თავისი ფეხბურთელების მიმართ თამაშის ბოლოს. ეს ძლიერი ემოციური კავშირი იმ ურთიერთობიდან გამომდინარეობს, როგორის შექმნაც კლუბში სურს.

ამ თვისების ქონა მწვრთნელისთვის დიდი განძია. იგივე რამ ძალიან კარგად ესმით ხოსეპ გვარდიოლასა და რაფაელ ბენიტესს, ასევე,
სხვა რამდენიმე სპეციალისტს."

ხაბი ალონსო მადრიდის "რეალის" მთავარ მწვრთნელ ზინედინ ზიდანსაც შეეხო და ისაუბრა იმაზე, თუ როგორ აღაფრთოვანებდა ის, როგორც ფეხბურთელი და როგორც მწვრთნელი.

"მე მახსოვს საკუთარი პირველი გამოცდილება პროფესიონალურ ფეხბურთში. მაშინ ზიდანი მოედანზე მეფობდა. ის პირველი ფეხბურთელი იყო, რომელმაც მრავალმხრივად გამაოცა. ის სხვა დონეზეა.

ჩემპიონთა ლიგის 3 ტიტულის მოგება მადრიდის "რეალში" ყოფნის 2.5 წელში მოახერხა. წარმოგიდგენიათ, ასე სწრაფად. ვერც კი წარმოვიდგენ, რომ რაღაცების ასე მალე გაკეთებას მოვასწრებ."

ალონსომ პეპ გვარდიოლაც შეაქო, რომელთანაც ერთად მიუნხენის "ბაიერნში" უმუშავია.

"არავინ იცის ფეხბურთი მის მსგავსად. ის ძალიან ჭკვიანია და იცის, თუ როგორ შეცვალოს გუნდები და ჩემპიონატები. როცა გვარდიოლა საუბარს იწყებს, მისი მოსმენა ერთი სიამოვნებაა."

ბასკს არც ჟოზე მოურინიო გამორჩენია.

"ჟოზემ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მის მსგავსად თამაშის წაკითხვა არავის შეუძლია. ასევე, მას საჭირო დროს მოქმედების შესანიშნავი უნარი აქვს."

მკითხველის კომენტარები / 1 /
დარწმუნებული ვარ ხაბიც კარგი მწვრთნელი დადგება. უჭკვიანესი ფეხბურთელი იყო და კარგი გემოვნება აქვს მწვრთნელებშიც ეტყობა.
ქუთაისელი
14:22 02-12-2019
0

სიახლეები პოპულარული