მადრიდის "ატლეტიკო" სერია A-ს ერთ-ერთი თავდამსხმელის გადაბირებას შეეცდება.
AS-ის ცნობით, "ატლეტიკო" შეტევის გაძლიერებას აპირებს და თავდამსხმელების - კშიშტოფ პიონტეკის (მილანი) ან ანდრეა ბელოტის (ტორინო) ტრანსფერს გაჩარხავს.
მადრიდული კლუბისთვის პრიორიტეტული პიონტეკია, რომლის იჯარით აყვანა სურთ და თუ არ გამოუვიდათ, მაშინ ბელოტიში "ტორინოს" 35 მილიონ ევროს შესთავაზებენ.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "მანჩესტერის" ნახევარმცველი ნემანია ვიდიჩი შესაძლოა, იანვარში "ატლეტიკოში" გადავიდეს.