"ატლეტიკოს" სკაუტი გრიზმანზე: მან დანაშაული ჩაიდინა ღმერთისა და მეფის (მესის) წინაშე

AutoSharing Option
"ატლეტიკოს" სკაუტმა ერიკ ოლატსმა, რომელიც ადრე თავდამსხმელ ანტუან გრიზმანის საქმეებს წარმართავდა, Le Vestiaire-ს შოუში "ბარსელონაში" მის რთულ დებიუტზე ისაუბრა:

"შარშან უხმობდნენ, როდესაც ჯერ კიდევ ანტუანის წარმომადგენელი ვიყავი. თვით ღმერთი (მესი) უხმობდა. გრიზმანმა მეფის (მესის) წინაშე ჩაიდინა დანაშაული, რადგან ეპატიჟებოდა და დაახანა.

მე მესმის, რატომ უსტვენდნენ "ატლეტიკოს" ფანები "ბარსასთან" მატჩისას. ეს იგივე გრძნობაა, როდესაც სიმპათიური გოგონა მიგატოვებს. ამ ბიჭს ყველა აღმერთებდა".

გასული წლის ზაფხულში ბევრი ფიქრის შემდეგ გრიზმანმა "ბარსელონაში" გადასვლაზე უარი თქვა, წელს კი კატალონიურმა კლუბმა მისი კონტრაქტი 120 მილიონ ევროდ
გამოისყიდა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
პირიქით ისიც დაამატა, რომ ყურადღების ქვეშ ყოფნაც მერიდებაო. მესი ისეთი ტიპია არ არის თავის თავზე განარცისებული პიროვნება, ერთადერთი სადაც ის თავს ვერ "აკონტროლებს" კარგი გაგებით ეს არის საფეხბურთო მინდორი სადაც რადიკალურად გადარეულია.
0
ჯერ ესეთი თვითონ მესიმ ერთერთ ინტერვიუში სთქვა არ მიყვარს ღმერთს, მადარებენო. და ეხლა შენ ვიღაცა ხარ მოკეტე რა.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული