"ბარსელონამ" ნახევარმცველ ანსუ ფატის კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე მისი კიდევ ორი სეზონის გახანგრძლივების შესაძლებლობით გაუფორმა.
17 წლის ფატის კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა 170 მილიონი ევრო გახდა და როდესაც სრულწლოვანი გახდება და პროფესიონალურ ხელშეკრულებას გაუფორმებენ, 400 მილიონამდე გაიზრდება.
ფატი "ბარსას" აკადემიის აღზრდილია, ამ სეზონში კი პირველ გუნდში 9 მატჩში 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.