AS-ის ცნობით, "რეალის" თავდამსხმელმა გარეთ ბეილმა მუხლქვეშა მყესის ტრავმა მიიღო და "ესპანიოლთან" და "ბრიუგესთან" ვერ ითამაშებს.
რაც უელსელი 2013 წელს "რეალში" გადავიდა, ეს მისი 23-ე ტრავმაა. "ტოტენჰემში" 6 წელი ასპარეზობის მანძილზე მან 22 ტრავმა მიიღო. ასე რომ, საკუთარი "რეკორდი მოხსნა".
"რეალში" მან 90 მატჩი გამოტოვა, ხოლო "ტოტენჰემში" - 120.
მიმდინარე სეზონში პრიმერაზე ბეილმა 8 მატჩში 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა, ჩემპიონთა ლიგაზე კი 2 შეხვედრაში თავი ვერაფრით ვერ გამოიჩინა.