7 დეკემბერს, ლა ლიგას მე-16 ტურში "რეალმა", რომელმაც უჩვეულო, მწვანე ფორმის მაისურებით ითამაშა, სახლში 2:0 მოუგო "ესპანიოლს".
"რეალმა" ჩემპიონატზე ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იზეიმა, 34 ქულით გალიდერდა, თუმცა თუ დღეს "ბარსელონამ" საკუთარ მოედანზე "მალიორკას" სძლია, დაეწევა და სატუნირო ცხრილში ორხელისუფლებიანობა აღდგება.
16 დეკემბერს, "ბლანკოსი" მომავალ ტურში სტუმრად "ვალენსიას" შეხვდება, იქამდე კი, 12 დეკემბერს ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაზე "ბრიუგეს" დაუპირისპირდება.
"ესპანიოლმა" XXI საუკუნეში მადრიდში "რეალის" დამარცხება კვლავ ვერ მოახერხა - ბოლოს 2012 წელს მიაღწია ფრეს.
მსაჯმა მადრიდელთა მცველ ფერნანდ მენდის წითელი ბარათი უჩვენა და ეს წელს "რეალის" ფეხბურთელთა მეათე გაძევებაა, რაც 2005 წლის შემდეგ უარესი მაჩვენებელია.
მადრიდი. "სანტიაგო ბერნაბეუ". 64 125 მაყურებელი
რეალი - ესპანიოლი 2:0
გოლები: 1:0 ვარანი (37), 2:0 ბენზემა (79)
გაძევება: მენდი (83, რეალი)