ლა ლიგას მე-15 ტურში "ბარსელონამ" საკუთარ მოედანზე 5:2 დაამარცხა "მალიორკა".
ფეხბურთი არა უბრალოდ თამაში, არამედ თამაშთა თამაშია - ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა "ბარსელონამ", რომელმაც საკუთარ მოედანზე მეტოქე დაჯაბნა.
"მალიორკა" რა თქმა უნდა, არ განეკუთვნება ესპანური და მით უმეტეს ევროპული ფეხბურთის გრანდებს, მაგრამ ამ შეხვედრის შინაარსია მთავარი, რომ გრანდმა თავადაც ითამაშა და მეტოქესაც მისცა თამაშის საშუალება. აი, სწორედ ამიტომაა ფეხბურთი სპორტის უპირველესი სანახაობა - ლუის სუარესის სუპერგოლი, ანტუან გრიზმანის გოლი, ლეო მესის ჰეთ-თრიკი და პრიმერაზე კვლავ ორხელისუფლებიანობაა - ორი დიადი კლუბის, "ბარსელონასა" და "რეალის" უდიადესი ორთაბრძოლა გრძელდება.
14 დეკემბერს, მომავალ ტურში "ბარსა" სტუმრად "სოსიედადს", ხოლო "რეალი" ასევე გასვლაზე, 16 დეკემბერს "ვალენსიას" დაუპირისპირდება.
მესიმ პრიმერაზე 35-ე ჰეთ-ტრიკი შეასრულა და რონალდოს რეკორდი დაამხო. ის ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ტოპ 5-ის ჩემპიონატებში უკანასკნელ 14 სეზონში 10+ გოლი გაიტანა.
ბარსელონა. "კამპ ნოუ". 71 072 მაყურებელი
ბარსელონა - მალიორკა 5:2
გოლები: 1:0 გრიზმანი (7), 2:0 მესი (17), 2:1 ბუდიმირი (35), 3:1 მესი (41), 4:1 სუარესი (43), 4:2 ბუდიმირი (64), 5:2 ბუდიმირი (64)