8 დეკემბერს, ლა ლიგას მე-16 ტურში "ბეტისმა" საკუთარ მოედანზე 3:2 დაამარცხა "ბილბაო".
ეს მატჩი იმით იყო აღსანიშნავი, რომ მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა ხოაკინმა ჰეთ-ტრიკი შეასრულა.
ის ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია, რომელმაც პრიმერაში ჰეთ-ტრიკი შეასრულა - 38 წლის და 140 დღის.
აქამდე რეკორდი "რეალის" ლეგენდას, ალფრედო დი სტეფანოს ეკუთვნოდა, რომელმაც 3 გოლი ერთ შეხვედრაში 1964 წლის 15 მარტს გაიტანა - 37 წლის და 255 დღის იყო.
ხოაკინმა მიმდინარე ჩემპიონატის 14 მატჩში 6 გოლი (2 პენალტით) და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.