კუბო: "ბარსელონას" ფანებმა მისტვინეს - დავიმსახურე

AutoSharing Option
"რეალიდან" "მალიორკაში" განათხოვრებულმა ნახევარმცველმა ტაკეფუსა კუბომ იმაზე ისაუბრა, თუ რატომ უსტვინეს "ბარსელონასთან" მატჩისას (2:5) კატალონიელმა გულშემატკივრებმა.

კუბო "ბარსას" სისტემაში თამაშობდა და ზაფხულში გადავიდა "რეალში".

"ფანებმა მისტვინეს. მე არჩევანი გავაკეთე და სტვენა მათი უფლებაა. გარკვეულწილად ეს დავიმსახურე. ზოგიერთმა ტაშიც დამიკრა და ამან გამახარა.

ისინი ჩემში მეტოქეს ხედავენ და არა 18 წლის ბიჭს, რომელსაც მეტ-ნაკლებად თამაში შეუძლია. ამით კმაყოფილი ვარ", - ციტირებს კუბოს As-ი.

კუბომ ლა ლიგას მიმდინარე გათამაშების 13 მატჩში 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.

alt"რეალი" ტაკეფუსა კუბოს "ვალიადოლიდში" გაანათხოვრებს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული