"ელ კლასიკოს" ჩატარება კვლავ საფრთხეშია - "კამპ ნოუსთან" შესაძლოა მიტინგი გაიმართოს

AutoSharing Option
კატალონიური მოძრაობა "დემოკრატიული ცუნამი" კატალონიაში მიმართვას ავრცელებს, რომლის მიხედვით მოუწოდებს ხალხს, "ელ კლასიკოს" წინ "კამპ ნოუსთან" მიტინგს შემოუერთდეს.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონასა" და "რეალს" შორის ლა ლიგის მატჩი 18 დეკემბრისთვის გადაიტანეს. წინა თარიღი კი 26 ოქტომბერი იყო და სწორედ მასობრივი მიტინგების გამო უსაფრთხოების თვალსაზრისით გადაიდო.

"განსაკუთრებულ სიტუაციაში განსაკუთრებულად უნდა მოიქცე. ამიტომ მოგიწოდებთ, მოხვიდეთ მიტინგზე 18 დეკემბერს "კამპ ნოუს" რაიონში", - წერია "დემოკრატიული ცუნამის" განცხადებაში.

მოძრაობამ შეკრების ოთხი წერტილი დაასახელა, რომელმაც შესაძლოა მაყურებლების არენაზე შესასვლელები დაბლოკოს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ამეებმა ხომ ტვინი წაიღეს ამ დემონსტრაციებით. ფეხბურთს ნუ ეხებით, შორს თქვენი უსაქმური აქციები ფეხბურთისგან და კამპ-ნოუსისგან.
barsa mesi.
15:39 11-12-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული