პედროს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს

AutoSharing Option
"ჩელსის" ნახევარმცველმა პედრომ განაცხადა, რომ "ბარსელონაში" დაბრუნება უნდა.

"ამ კლუბისადმი ჩემი დამოკიდებულება ყველასთვის ცნობილია. მუდამ ვამბობდი, რომ "ბარსელონას" ვეთაყვანები, რადგან იქ არაერთი შესანიშნავი წელი გავატარე.

ცხადია, ჩემი დაბრუნება შესაძლებელია. "ბარსა" ძალიან მიყვარს და დაბრუნება მსურს. იმედია, ეს მოხდება", - განუცხადა პედრომ Cadena SER-ს.

პედრო "ბარსას" აღზრდილია, მის ღირსებას 2007-2015 წლებში იცავდა, "ჩელსისთან" კი კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული