ელ კლასიკოს წინ "ბარსელონამ" ქულები დაკარგა და "რეალს" გალიდერების შანსი მისცა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
14 დეკემბერს, ლა ლიგას მე-17 ტურში "სოსიედადისა" და "ბარსელონას" მატჩი 2:2 დასრულდა.

პირველ ტაიმში მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ და საკამათო პენალტით დაწინაურდნენ, საპასუხო გოლი კი თავის ყოფილ გუნდს გრიზმანმა სუარესის პასით გაუტანა. მან "ბარსაში" ჩემპიონატზე ზედიზედ ორ შეხვედაში პირველად გაიტანა.

შესვენების შემდეგ მესიმ გაატანინა სუარესს გოლი, თუმცა სტუმართა სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა - მეკარე ტერ შტეგენის შეცდომით ისაკმა ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა.

"ბარსელონა" 35 ქულით პირველ ადგილზეა და "რეალს" 1 ქულით უსწრებს.

15 დეკემბერს "რეალი" სტუმრად "ვალენსიას" შეხვდება და გალიდერება შეუძლია, 18
დეკემბერს კი კლასიკოა.

სან სებასტიანი. "რეალ არენა". 36 639 მაყურებელი
სოსიედადი - ბარსელონა 2:2
გოლები: 1:0 ოიარსაბალი (12, პენ), 1:1 გრიზმანი (38), 1:2 სუარესი (49), 2:2 ისაკი (62)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული