"ბარსელონა" "ბაიერნისთვის" კოუტინიოზე ფასის დაკლებას აპირებს

AutoSharing Option
კატალონიური გრანდი "ბარსელონა" აპირებს, რომ მიუნხენის "ბაიერნთან" მოლაპარაკებები გაამარტივოს და გერმანელებს კოუტინიოს სანაცვლოდ შეთანხმებულზე უფრო ნაკლები თანხა მოსთხოვოს.

იჯარის ხელშეკრულება კოუტინიოს "ბაიერნთან" 2019/20 წლების სეზონის ბოლოს უსრულდება, "ბარსელონასთან" კი კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს.

Bild-ის ინფორმაციით, კატალონიური კლუბი მზად არის, გაცხადებული 120 მილიონი ევროს ნაცვლად გაცილებით ნაკლებ თანხად დაუთმოს ბრაზილიელი გერმანელებს. კოუტინიომ აქამდეც განაცხადა, რომ "ბაიერნში" დარჩენა სურს.

ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში კოუტინიომ 13 შეხვედრა ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.


2019/DEC1-16/06/1-koutinio.jpg" border="0" alt="alt" title=""ბარსელონა" "ბაიერნისთვის" კოუტინიოზე ფასის დაკლებას აპირებს" style="height: 50px; width: 50px;" />კოუტინიომ თავი შეგვახსენა - "ვერდერთან" 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული