15 დეკემბერს, ლა ლიგის მე-17 ტურის დასკვნით მატჩში "ვალენსია" და "რეალი" 1:1 დაზავდნენ.
მასპინძლები 78-ე წუთზე კარლოს სოლერის გოლით დაწინაურდნენ. კომპენსირებულ დროში მეორე გოლის გატანა როდრიგოს მეკარე კურტუამ არ დაანება, ხოლო 95-ე წუთზე კუთხურზე კურტუა მეტოქის საჯარიმოში ჩავიდა, მისი თავური გოლკიპერმა მოიგერია, არეულობაში კი ქარიმ ბენზემამ ყველას დაასწრო და ანგარიში გაათანაბრა.
"რეალი" და "ბარსელონა" 35-35 ქულით ლიდერები არიან და 18 დეკემბერს "კამპ ნოუზე" დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
ნამატჩევს "ბლანკოსის" მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა თქვა, რომ 1 ქულა პატარა საჩუქარია, თუმცა მეტს იმსახურებდნენ.