ტიბო კურტუა გოლის მომენტზე: რაც უნდა იყოს, 2 მეტრი ვარ სიმაღლეში

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ბელგიელმა მეკარემ "ვალენსიასთან" ბოლო წუთზე გატანილ გოლში თავის თანამონაწილეობაზე გააკეთა კომენტარი.

"კუთხურების დროს საკუთარი სიმაღლით ვსარგებლობ. რაც უნდა იყოს, სიმაღლეში 2 მეტრი ვარ და მოწინააღმდეგეები ყოველთვის ნერვიულობენ, როცა კუთხურების დროს მათ საჯარიმოში ჩავდივარ.

კროოსმა ახლო ძელთან ჩააწოდა. დავინახე, რომ ბურთი ჩემკენ მოფრინავდა, ჩემთვის კომფორტულ სიმაღლეზე და მეც ძალიან კარგი დარტყმა გამომივიდა. შემდეგ უკვე ბურთი ბენზემას მიუვიდა და ქარიმმაც გაიტანა", - თქვა კურტუამ.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული