ესპანელი პოლიტიკოსი "რეალს" მოუწოდებს, "კამპ ნოუზე" არ ითამაშოს

AutoSharing Option
ესპანელი პოლიტიკოსი ხუან კარლოს გირაუტა "რეალს" მოუწოდებს, კატალონიაში არსებული სიტუაციის გამო "ელ კლასიკოში" მონაწილეობა არ მიიღოს.

"სეპარატისტები "კლასიკოს" გამოყენებას შეეცდებიან, რათა თავიანთი სეცესიონისტური გზავნილი ფეხბურთის მილიონობით გულშემატკივარს გაუგზავნონ.

"დემოკრატიული ცუნამი" (კატალონიის დამოუკიდებლობის მხარდამჭერი რადიკალური მოძრაობა) - ეს ხუმრობა არ არის.

მრავალი ჩვენგანი დევნილია (გირაუტა ბარსელონაშია დაბადებული), ჩვენ კატალონიის დატოვება მოგვიწია.

უმორჩილესად ვთხოვ "რეალს", არ მიიღოს "კლასიკოში" მონაწილეობა, თუნდაც ეს 3 ქულის დაკარგვის ფასად დაუჯდეს", - განუცხადა გირაუტამ "მარკას".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული