მადრიდის "რეალი" ბარსელონაში ჩაფრინდა - ჯერ ყველაფერი მშვიდადაა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მადრიდის "რეალი" ბარსელონაში არც ისე დიდი ხნის წინ ჩაფრინდა და როგორც "სამეფო კლუბი" სოციალურ ქსელ "ტვიტერის" საშუალებით იტყობინება, ყველაფერი რიგზეა.

მოგეხსენებათ, ბოლო დღეების განმავლობაში არ წყდებოდა საუბრები მადრიდული კლუბის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით და ზოგი "ელ კლასიკოს" კიდევ ერთხელ გადადებასაც მოითხოვდა.

ჯერჯერობით ბარსელონაში სიმშვიდეა და მადრიდელებს პრობლემები არ შექმნიათ. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება და მას "სილკ უნივერსალი" აჩვენებს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
რაღაც ეს სიმშვიდე არ მომწონს, მერე ხომ არ გააფრენენ ეს აფრენილი, გაფრენილები? ან დაამთხვევენ თამაშს. ძალიან მიდა, რომ ვცდებოდე. ბარსას მოგებაააააა.
vaska
16:46 18-12-2019
1

სიახლეები პოპულარული